ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტების საბოლოო სიაში მოხვდა 

07 სექტემბერი 2023, 11:50 519 ნახვა

"ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი 2022-23-ის" ნომინანტებში ხვიჩა კვარაცხელიაც დაასახელა. საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" თავდამსხმელი წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე ნომინირებულთა საბოლოო სიაში მოხვდა.

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი 30 ოქტომბერს პარიზში გაიმართება.

"ოქროს ბურთის" ნომინანტებში ქართველი ფეხბურთელი თანამედროვეობის უდიდესი ვარსკვლავების - ლიონელ მესის, ერლინგ ჰოლანდისა და კილიან მბაპეს გვერდით დაასახელეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში