ბლინკენი კიევში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება

07 სექტემბერი 2023, 14:00 482 ნახვა

კიევში ვიზიტად მყოფმა  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მაკდონალდსში  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებასთან ერთად ივახშმა. კულებამ ალუბლის ღვეზელი შეუკვეთა, ბლინკენმა კი კარტოფილი ფრი ისურვა. პოლიტიკოსები მაგიდასთან  ერთმანეთის პირისპიროდ ისხდნენ  და უკრაინაში სწრაფი კვების რესტორნების ქსელის მაკდონალდსის დაბრუნების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ. 

მანამდე ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და უკრაინას  აშშ-ის  მტკიცე  ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა აღუთქვა.

ამას გარდა, შეერთებული შტატები, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადასცემს.

საუბარია 5.4 მილიონ აშშ დოლარზე, რომლის გამოყოფა ვეტერანთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციისთვის იგეგმება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი