უხვი ნალექის დამანგრეველი შედეგები საბერძნეთში - განადგურებულია სახლები, ბიზნესობიექტები და სხვა ინფრასტრუქტურა.
ქარიშხალმა "დანიელმა" მეწყერი გამოიწვია, დაანგრია ხიდი, ელექტროენერგიის ბოძები და ათობით მანქანა ტალახიან წყლებში ჩაძირა.
ხელისუფლების განცხადებით, 4 უგზო-უკვლოდ დაკარგულის ძებნა გრძელდება.
სტიქიას ებრძვიან ესპანეთსა და ბრაზილიაშიც. ესპანეთში სტიქიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი და ამდენივე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ძლიერმა წვიმებმა ცენტრალურ ესპანეთში წყალდიდობა გამოიწვია. ჩაკეტა გზები, მეტროს ხაზები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
ბრაზილიაში ექსტრატროპიკული ციკლონის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ძლიერმა წვიმებმა და წყალდიდობამ ქვეყნის სამხრეთით რიო გრანდე დო სულის შტატი დააზიანა.