ბათუმი ალეკო აბაშიძეს დაემშვიდობა.აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და ღვაწლმოსილი ოპერატორი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს. ადგილზე იმყოფებოდნენ არხის თანამშრომლები, რომლებმაც უფროსს კოლეგას ვიდეო- კამერების კორიდორი მოუწყვეს. ალეკო აბაშიძე, უკანასკნელად მოასვენეს აჭარის ტელევიზიის შენობასთან, სადაც 31 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი თაობა გამოზარდა , არხს კი მნიშვნელოვანი და უნიკალური საარქივო ფონდი დაუტოვა. გამოცდილმა ოპერატორმა საკუთარი ძალები კინოშიც მოსინჯა. ის მთავარ როლს ასრულებს ზაზა ხალვაშის ფილმ ,,ნამეში“ , რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული. ალეკო აბაშიძე იყო გამორჩეული, კოლორიტი ბათუმელი, როგორც მას უკვე უწოდეს ,,ქალაქის უკანასკნელი ჯენტლმენი“. ამ ყველაფერთან ერთად მთავარი მაინც ის სიყვარულია, რომელიც ალეკო ბიძიამ ხალხისგან დაიმსახურა.