ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა

05 სექტემბერი 2023, 18:08 546 ნახვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას მხარი 327 დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, 3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, რეზნიკოვის შემცვლელი, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი გახდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი