ამერიკულ სამოგზაურო პლატფორმა EarthPix-ზე გამოქვეყნებულ აჭარაში გადაღებულ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყებაში ამბობენ, რომ გვერდის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა, ალი და ნინოსა და ღვინის დაყენების ტრადიციის ვიდეოებმა 50 მილიონზე მეტი გამომწერის ყურადღება მიიპყრო.
“ეს არის ამ პერიოდში ყველაზე ნახვადი და ვირუსული ვიდეო საქართველოდან, რომლის ნახვებიც ყოველდღიურად 2 მილიონით იზრდება” - ასე უწოდა EarthPix-მა ღვინის დაყენების ტრადიციაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელსაც გვერდზე ამ ეტაპზე 36 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.