ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში ვიზიტისთვის ემზადება

05 სექტემბერი 2023, 10:12 439 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რომლის ფარგლებში შეხვდება ვლადიმერ პუტინს და განიხილავს მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას. კიმი ფხენიანიდან, სავარაუდოდ, დაჯავშნული მატარებლით რუსეთის წყნარი ოკეანის საპორტო ქალაქ ვლადივოსტოკში ჩავა, სადაც პუტინს შეხვდება.  

ორი ქვეყნის  ლიდერი მოსკოვის თანამგზავრებისა და ატომური წყალქვეშა ნავების მოწინავე ტექნოლოგიის სანაცვლოდ საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაგზავნის საკითხებზე იმსჯელებენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში