ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს ეძებენ

04 სექტემბერი 2023, 14:04 519 ნახვა

მადრიდში ძლიერი წყალდიდობის გამო მეტროპოლიტენის რამდენიმე ხაზი  დაიკეტა და სამხრეთ ქალაქებთან ჩქაროსნული მატარებლის მიმოსვლა  შეფერხდა. 

სოციალურ ქსელში მადრიდის მეტროს მე-5 ხაზზე დატბორილი ვაგონების  ამსახველი კადრები ვრცელდება. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო  სამსახურებში  სტიქიური უბედურების შესახებ ათას 200-ზე მეტი ზარი შევიდა. მადრიდის სამხრეთ-დასავლეთით ალდეა დელ ფრესნოს დასახლებაში  მაშველები და  პოლიცია  ორ დაკარგულ კაცს ეძებენ.

მადრიდის რეგიონში ადიდებულმა მდინარემ ხიდის ნაწილი დააზიანა, რის გამოც რამდენიმე ავტომაგისტრალი დაიკეტა.

რამდენიმე დღიანმა კოკისპირულმა წვიმებმა მადრიდის, კასტილიის, კატალონიის და ვალენსიის რეგიონებში ქუჩები მდინარეებად აქცია, წყალდიდობას  ბევრ რაიონში ძლიერი სეტყვაც დაერთო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში