ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

02 სექტემბერი 2023, 16:11 759 ნახვა

სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.

ნინა თიბილაშვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში, რაპირაში, საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

თიბილაშვილმა მერვედფინალში თურქ მოწინააღმდეგეს ანგარიშით 15:6 მოუგო, მეოთხედფინალში იტალიელი ტრიჯილიასი 15:7 დაამარცხა,

ნახევარფინალში კი ბრძოლა იტალიელ ანდრეა მოგოსთან 15:7 დათმო და შეჯიბრი მესამე ადგილზე დაასრულა.
მსოფლიო თასს ბუსანი 2-დან 5 სექტემბარამდე უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი