ფრენბურთელები ლიზი და ნანა ლობჟანიძეები კარიერას გერმანულ “Nawaro Straubing”-ში გააგრძელებენ.
23 წლის ლიზი ლობჟანიძე საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების წევრია და ის გასულ სეზონში ''ბათუმის'' შემადგენლობაში ასპარეზობდა.
15 წლის ნანა ლობჟანიძე კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეა და ''თბილისის'' შემადგენლობაში გამოდიოდა.
ლიზი ახალ კლუბში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხოლო ნანა 24-ნომრიანით.
"Nawaro Straubing”-ი ამ სეზონში გერმანიის “ბუნდესლიგა 2”-ში იასპარეზებს.