შოვში სამძებრო ოპერაცია გრძელდება. სტიქიის ზონაში ორ დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ.
სამუშაოები, მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს. მაშველები მუშაობენ გუმათჰესის ტერიტორიაზეც.
სულ ნაპოვნია 31 ცხედარი, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.