გასული დღის განმვლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 25-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმვალობაში მტერმა 1 სარაკეტო და 44 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 70 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან თავდაცვის ძალების პოზიციებზე და დასახლებებზე.
"რუსული ტერაქტების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობაა დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა"- განმარტავენ გენშტაბში.
გენშტაბის ცნობით, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერმა დაიწყო საჰაერო დარტყმა. საარტილერიო დაბომბვა განხორციელდა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე.
სარაკეტო იერიშების საფრთხის გამო კიევსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში - ხარკოვში, მიკოლაევში, ჩერკასიში კიროვოგრადსა და დნეპროპეტროვსკში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.