შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

31 აგვისტო 2023, 17:15 467 ნახვა

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან, შრომითმა იმიგრანტმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს უნიკალური კოდი. დაინტერესებული პირი აღნიშნულ კოდს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების შედეგად მიიღებს.

„შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე ან შრომით იმიგრანტზე, რომელიც რეგისტრირებულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ახალი ფორმა ხელმისაწვდომია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge“, – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი