მალე აჭარაში შენობა-ნაგებობების ტექნიკური მართვის პროფესიული კურსის შესწავლა ავტორიზებული პროგრამით იქნება შესაძლებელი.
ახალი პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით პროექტის ავტორებმა საჯარო, კერძო, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. გაიმართა დისკუსიაც.
სასწავლო კურსი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის, აჭარის დასაქმების სააგენტოსთან თანამშრომლობით, გერმანიის საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ “ჩემი სახლის მმართველი - სწავლა მომავლისთვის„ ფარგლებში განხორციელდა.