უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

31 აგვისტო 2023, 09:56 417 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 31 სარაკეტო და 66 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ჯარების პოზიციები და დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 53-ჯერ დაბომბა.

„რუსული ტერაქტების შედეგად, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ლიმანის მიმართულებით წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ნოვოეგოროვკასა და ბელოგოროვკას რაიონებში, ასევე ბახმუტის მიმართულებით, კლეშჩეევკასა და კურდიუმოვკას რაიონებში.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსული ძალების კიდევ 610 ჯარისკაცი, 13 ტანკი და 22 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის ოლქში ორი სამხედრო ვერტმფრენი გაურკვეველ ვითარებაში ჩამოვარდა, დაიღუპა ექვსი უკრაინელი მფრინავი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში