სახელმწიფო მიმდინარე წელს მიზნობრივად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს და საჭიროების შესაბამისად გავაგრძელებთ შემდგომ მხარდაჭერას - შამუგია

30 აგვისტო 2023, 17:38 489 ნახვა

თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა, რომელის ექსპორტის 70%-ზე მეტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, -  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მიმდინარე წელს მიზნობრივად და სწორად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს და საჭიროების შესაბამისად გაგრძელდება შემდგომ მხარდაჭერა.

"წლების წინ, ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, თუმცა შემდგომ დავიწყეთ პროგრამა და სახელწმიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს ამ მავნებელთან საბრძოლველად. თუმცა ეს საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია თვითონ ფერმერების მიერ მათი ბაღების მოვლა. ჩვენ 2021 წელს გვქონდა კარგი მოსავალი, დაახლოებით 46 ათასი ტონა, შესაბამისად ექსპორტის მაჩვენებელიც კარგი იყო და ხარისხიც უკეთესი, თუმცა 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელთა შორის იყო კლიმატური პირობებიც, მოვლა ვერ მოხერხდა და მოსავალიც არ იყო კარგი.

ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი და ჩვენი ფერმერები საჭიროებდნენ ამ მიმართულებით მხარდაჭერას და შევიმუშავეთ მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა, სწორედ ევროკავშირში არის პირდაპირი გადახდების სისტემა, რომელზე დაფუძნებითაც შევიმუშავეთ პროგრამა და მიზანმიმართულად ფერმერებს ვეხმარებოდით მოვლის საშუალებების შეძენაში. მცირე ფერმერებს, ვისაც სამ ჰექტრამდე ფართობის თხილის ბაღები აქვთ, ჩვენ მივეცით ეს დახმარება. ძალიან მოკლე დროში შევძელით კადასტრის გაკეთება, რომელმაც მოგვცა საშუალება იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა მეთხილე ფერმერების და მათთვის ეს დახმარება მიგვეცა. მნიშვნელოვანია,შესაბამისი წამლობების განხორციელება, რათა ფერმერმა უკეთესი ხარისხის მოსავალი მიიღოს. ვინც მოუარა სწორად იმას აქვს კარგი მოსავალი, როცა გაქვს ხარისხიანი მოსავალი იმის ფასი უკეთესია. სახელმწიფო მიმდინარე წელს მიზნობრივად და სწორად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს და საჭიროების შესაბამისად გავაგრძელებთ შემდგომ მხარდაჭერას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი