საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა

30 აგვისტო 2023, 13:37 1932 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლია და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოიპოვა ადგილი.

მესამე გადამწყვეტი ტურის შეხვედრაში საქართველომ ვენესუელას 11 ქულის სხვაობით 70-59 აჯობა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორმაგი დუბლი გოგა ბითაძემ შეასრულა. მის ანგარიშზე 11 ქულა და 11 მოხსნა იყო. ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კი 25 ქულა, 3 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის, ავსტრალიისა და სლოვენიის ჯგუფში მოხვდა. თუმცა, სლოვენიასთან არ ითამაშებს, რადგან პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჰყავდა მეტოქედ, სამაგიეროდ, სლოვენიელებთან მარცხი გადაჰყვა. ამ ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გააგრძელებს ასპარეზობას.

საქართველოს ნაკრები პირველ სექტემბერს, გერმანიას შეხვდება, ხოლო 3 სექტემბერს - ავსტრალიას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში