საბრძოლო დავალების დროს დაღუპული პილოტები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს

29 აგვისტო 2023, 14:04 530 ნახვა

2023 წლის 25 აგვისტოს უკრაინის ჟიტომირის ოლქში საბრძოლო დავალების შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპული პილოტები სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის  თქმით, სიკვდილის შემდეგ მათ მიენიჭებათ სამხედრო წოდებები.  

ჟიტომირის ოლქში ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. გამომძიებლები მომხდარის სამ ვერსიას განიხილავენ - თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას, პილოტის შეცდომას და დარღვევებს ფრენების ორგანიზებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი