ტურისტებს ხიხანის ციხემდე ასასვლელი ახალი ბილიკით სარგებლობა სექტემბერის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტმანეტი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე უკვე დამონტაჟდა გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური.
წელსვე დასრულდება სოფელ ხიხაძირში ხიხანის ციხესთან მისასვლელი 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაც.