დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
2400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსი შენდება თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, 720 ოჯახი განსახლდება ქუთაისში.
დევნილი ოჯახებისთვის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების მასშტაბური პროგრამა, 2022 წელს დაიწყო.
2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს.