სიახლეები მართვის მოწმობის გამოცდაში, რომელიც ძალაში პარასკევიდან შედის. ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შესახებ პასუხის გაცემა მსურველს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, ვიზუალური ჩვენებით ან ზეპირად შეეძლება.
პირველი სექტემბრიდან კიდევ ერთი სიახლე დიდ კატეგორიების ავტომობილებისთვისაც ამოქმედდება. მათთვის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი ხდება.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილია.