შოვში სტიქიის ზონაში აქტიურად კვლავ 2 მოქალაქეს ეძებენ. ამ დროისთვის ნაპოვნი 31 მოქალაქიდან ორ ადამიანს იდენტიფიცირების პროცედურები უტარდება.
სამუშაოები კი აქტიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში.
როგორც აცხადებენ, ადამიანების ძებნა გაგრძელდება მანამ, ვიდრე იარსებებს სულ მცირე მოსაზრება, რომ შესაძლებელია ისინი იპოვონ.