ევროინტეგრაციის  მხარდამჭერი კამპანია

27 აგვისტო 2023, 10:58 629 ნახვა

ბათუმში ევროკავშირის მხარდამჭერი კამპანია, სახელწოდებით „ახლა“ ბათუმის ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს. ფესტივალზე კამპანია „ახლა“ მრავალფეროვანი აქტივობებით არის წარმოდგენილი, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გავრცელდეს. 

კამპანია როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბილბორდებზე, ავტობუსებსა და მეტროში ბანერების განთავსებით დაიწყო.

როგორც ნათვამია მომდევნო თვეების განმავლობაში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ არაერთ პარტნიორთან ერთად, კამპანია სხვადასხვა არხებისა და ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით გაიშლება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში