უკრაინული ბენდის კონცერტი ბათუმში

26 აგვისტო 2023, 20:04 559 ნახვა

უკრაინული პოპ ჯგუფი Kazka -ბათუმშია. ჯგუფის წევრები საქველმოქმედო კონცერტს მართავენ. კონცერტიდან შემოსულ თანხას ისინი უკრაინაში დრონების შესაძენად გადარიცხავენ.

როგორც ჯგუფის სოლისტი საშა ამბობს, ახლა მის სამშობლოს ყველას მხარდაჭერა სჭირდება.

ჯგუფი კაზკა ქმნის მუსიკას, რომელიც ელექტრო-ფოლკის ელემენტებითაა გაჯერებული. პოპ ჯგუფის სიმღერა "Plakala" პლანეტის 100 ყველაზე ცნობილ სიმღერას შორის მოხვდა და ლოკალური არტისტების ყველა რეკორდი მოხსნა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში