უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულები

26 აგვისტო 2023, 14:58 439 ნახვა

თითქმის ორ წლიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია. კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

უკანონო პატიმრობაში მყოფი მამუკა ჩხიკვაძე იხსენებს, რომ მას არ დაუმალავს მისი სამხედრო წარსულის შესახებ. მისი თქმით, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორივე პირი უკანონოდ 2021 წლის დეკემბერში დააკავეს, განსაკუთრებით მამუკა ჩხიკვაძის შემთხვევა იყო საყურადღებო, რადგან ის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, "შავნაბადას" ბატალიონის წევრი იყო. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიებში, აქედან გამომდინარე, მასთან მიმართებაში არსებობდა საფრთხის მოლოდინი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში