ბათუმის ბულვარში გამართულ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირი ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულმა გუნდებმა კი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს.
გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის მედალი გადასცა.
ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 26 გუნდი მონაწილეობდა.