კომპანია „ნიკორა ტრეიდში“ ადასტურებენ მათთან ნაყიდი პროდუქციით ადამიანების მოწამვლას.8 ადამიანის ინტოქსიკაციის შემდეგ სურსათისა ეროვნულმა სააგენტომ კომპანიას „ნიკორა ტრეიდი“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა.
დაზარალებულებს სალმონელოზი დაუდასტურდათ.მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით“, – ნათქვამია „ნიკორა ტრეიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.