ავარია ბათუმში

25 აგვისტო 2023, 11:08 824 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს დილით ბათუმში. გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

მედიკოსებმა ავტო საგზაო შემთხვევაში მონაწილე სამ პირს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში