საერთაშორისო კინოფესტივალი მესტიაში გრძელდება 

25 აგვისტო 2023, 14:10 657 ნახვა

მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება.  ფესტივალის მესამე დღეს სტუმრებმა 9 ფილმი იხილეს. ფესტივალი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, 22 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით იმართება.

მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს იაპონიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, საუდის არაბეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები; მთის ფილმების სექციაში კი ნაჩვენები იქნება იტალიიდან, პერუდან, ბელგიიდან, მაროკოდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და სლოვაკეთიდან ჩამოტანილი სრულმეტრაჟიანი ფილმები.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ფესტივალს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები აშუქებენ კანადიდან, გერმანიიდან და კორეიდან.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ ფილმებს კი საერთაშორისო ჟიური, მარტინ რენერტის თავმჯდომარეობით აფასებს. ფესტივალის დასასრულს 3 ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმებს გამოავლენენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი