კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ოკინავაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში დღეს იწყება, საქართველოს ნაკრები კი სადებიუტო შეხვედრას ხვალ, კაბო ვერდეს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.