უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ბათუმში მცხოვრები უკრაინელებიც - სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადეს ქართველ მებრძოლებს, რომლებიც დღეს უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. შეკრებილებმა პატივი მიაგეს შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიებას ორგანიზება ბათუმი მაიდანთან ერთად ბათუმში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაუწიეს. დღესვე მებრძოლების გასამხნევებლად რამდენიმე მუსიკალური ნომერიც შესრულდა. ღონისძიება ევროპის მოედანზე საღამოს ცხრა საათამდე გაგრძელდება.