საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მხარდაჭერას უცხადებს.
"გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს", - აღნიშნულია „ტვიტერზე“ გავრცელებულ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.