ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის განყოფილების მიერ 2 თვის განმავლობაში გამოვლინდა - 11 ათასს 413 სამართალდარღვევა. მათ შორის: 5 ათასს 439 - პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა, 2ათასს 724 - ტროტუარზე დგომა, ათასს 979 - დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა, 783 - ავტობუსის გაჩერებაზე დგომა, 410 - ველობილიკზე არასწორი პარკირება, 78 - შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა და 514 - ევაკუირებულია.
პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის ავტოპარკი კიდევ ერთი ევაკუატორით განახლდა.
დამატებითი ტექნიკა, ქალაქში მომატებული არასწორი პარკირების პრობლემას უფრო ეფექტურად აღმოფხვრის.