ქათამაძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

24 აგვისტო 2023, 12:01 725 ნახვა

ქათამაძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ტიტე აროშიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, წელს ბათუმში დაგეგმილია და მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. აქედან 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები სრულდება ქათამაძის, ბაგრატიონისა და მეზღვაურთა ქუჩებზე. ბაღის ტერიტორიაზე ეწყობა სპორტული მოედნები და საბავშვო ატრაქციონები. სამივე ბაღი ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში შევა.

როგორც ბათუმის მერმა აღნიშნა, წელს და მომდევნო წელებში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

ქათამაძის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი საბავშვო ბაღი სრულად არის ადაპტირებული, სადაც მოეწყო ეზო, განთავსდა საბავშვო ატრაქციონი და ფანჩატურები. ბაღი განსაზღვრულია 270 აღსაზრდელზე.

საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 1 მილიონ 704 ათას 652 ლარი გამოიყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი