კომუნიკაციების კომისიის მიერ 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა

24 აგვისტო 2023, 11:59 415 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის მიერ 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა. აუქციონის ფარგლებში, “სელფი მობაილი” N2 კომბინირებული ლოტის, ასევე, N18, N19, და N24 ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოცხადდა, რის შემდეგაც, კომპანიას 700, 3400-3600, 2600 და 1800 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება.

აღნიშნული ლოტების საფასურმა ჯამში 4 მილიონი 497 ათასს 045 ლარი შეადგინა, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად, “სელფიმ” დადგენილი თანხის 30% 1 თვის ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს.

მოპოვებული სიხშირული რესურსებით სარგებლობისთვის, ოპერატორს გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (ემვიენოუ) დაუშვას, რისთვისაც მან 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი