ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

23 აგვისტო 2023, 12:02 623 ნახვა

ოკუპანტების მორიგი პროვოკაცია და გატაცების ახალი შემთხვევები ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან. რუსმა სამხედროებმა კიდევ ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, სავარაუდოდ იმ დროს  როცა სოფელ ახალუბნის მკვიდრები მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ.    

რაც შეეხება რეაგირებას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  აცხადებენ, რომ  ინფორმაციის მიღებისთანავე  გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „მომხდარი უკანონო ქმედების შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.  

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებულ პირთა უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი