ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, მწყობრშია და კასტელ ვალტურნის ბაზაზე მზადებას გუნდთან ერთად დაიწყებს.
22 წლის ქართველი შემტევის ჯანმრთელობის შესახებ ბოლო ცნობებს იტალიური მედია ავრცელებს, რომელიც ვარაუდობს, რომ კვარა ნაპოლის სერია A-ს მეორე ტურის შეხვედრაში დაეხმარება.
რუდი გარსიას გუნდი 27 აგვისტოს, "მარადონაზე" „სასუოლოს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება.
შეგახენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრა, რომელიც იტალიის ჩემპიონებმა სტუმრად „ფროზინონესთან“ ჩაატარეს და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს, კუნთის გადაღლის გამო გამოტოვა.