გიგა ჭიკაძის ორთაბრძოლა 26 აგვისტოს შედგება 

22 აგვისტო 2023, 14:15 610 ნახვა

UFC-ის ქართველმა მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონზე ბრუნდება. 34 წლის სპორტსმენი, რომელიც ქვემსუბუქი წონის მე-9 ნომერია, სინგაპურში გასამართ ღონისძიებაზე იჩხუბებს.

ჭიკაძე 26 აგვისტოს მორიგ ბრძოლას გამართავს და მისი მეტოქე ალექს კასერესი იქნება, რომელსაც კარიერაში 35 ჩხუბი აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო, 13-ჯერ დამარცხდა, ხოლო ერთხელ გამარჯვებული არ გამოვლინდა. შეგახსენებთ, რომ გიგამ ბოლოს 2022 წლის იანვარში, კელვინ კატართან იჩხუბა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხებულად გამოცხადდა.

ეს ჭიკაძისთვის პირველი წაგება იყო „იუ-ეფ-სი“-ში (UFC), ხოლო „ემ-ემ-ეი“-ში (MMA) - პირველი 2018 წლის შემდეგ. მანამდე "ქართველ ნინძას" ორგანიზაციაში ზედიზედ შვიდი ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში