დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში ავსტრალიას დაუპირისპირდება.
საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები ამხანაგური მატჩს იაპონელი ბავშვები დაესწრებიან. სხვა მაყურებლებისთვის დარბაზის კარი დახურული იქნება.
ასევე ნაკრებების შეთანხმების საფუძველზე არც მატჩის ტრანსლაცია გადაიცემა. ეს იქნება სავარჯიშო ხასიათის ტესტ-მატჩი.
საქართველოსა და ავსტრალიის დაპირისპირება თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 26 აგვისტოს კი ზუროსის გაწვრთნილი საქართველო კაბო-ვერდეს ეთამაშება.