შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

22 აგვისტო 2023, 10:36 517 ნახვა

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-20 დღეა გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. 

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 28 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროის მონაცემებით, დაკარგულია 5 მოქალაქე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი