ბათუმში "ორბის" კორპუსიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

22 აგვისტო 2023, 09:41 1730 ნახვა

ბათუმში, სასტუმრო "ორბი სითის" შენობის 26-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით დილის 8 საათზე მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, კაცი სავარაუდოდ, აივნიდან აივანზე გადასვლას ცდილობდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან.

მასალა განახლებადია. თუ რა მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში