მსუბუქი ავტომობილები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები,სამკურნალო საშუალებები - საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ყველაზე მსხვილი საექსპორტო პროდუქტებია. სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი წელს იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეულია.
საიმპორტო ქვეყნები კი თურქეთი, რუსეთი და აშშ არიან. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 105.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.0 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტი 3 583.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 8 522.1 მლნ.