ბათუმელი ძიუდოისტების წარმატება თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე

21 აგვისტო 2023, 14:08 733 ნახვა

თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2006-2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდა, აჭარის ძიუდოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს.

ვახტანგ ზოიძის შეგირდებიდან ვიცე-ჩემპიონი მირიან კახიძე გახდა, რომელიც 50 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი საბა ბოლქვაძემ მოიპოვა. 60 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი თენგიზ ჭინკაძემ მოიგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი