„ეთამაშე ბათუმის დინამოს“ - აქტივობა ბათუმის ფესტივალზე

21 აგვისტო 2023, 11:55 549 ნახვა

"ეთამაშე ბათუმის დინამოს" - აქტივობა ბათუმის ფესტივალის ფარგლებში. ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა სამაგიდო ფეხბურთი ფესტივალის სტუმრებთან ითამაშეს.  მონაწილეები პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ორგანიზატორების თქმით, აქტივობა მიზნად ისახავს ბავშვებში სპორტით დაინტერესებას.  

,,ბათუმი ფესტივალის“ ნაწილია ასევეა  საოცრებათა მოედანზე ყოველ საღამოს განსხვავებულ აქტივობები,  მათ შორის აზიური და ქართული კერძების მომზადება, გამოფენა-გაყიდვა. ტარდება კონცერტებიც. 

ფესტივალი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში