ოთხი მედალი საქართველოს - მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

21 აგვისტო 2023, 10:58 680 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ოქროს, ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

შეჯიბრების დასკვნით დღეს ევროპის წლევანდელი ჩემპიონი გორ აივაზიანი ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. გუნდმა კიდევ ორი ბრინჯაო მოიპოვა - ანრი ფუტკარაძემ 72-ში და დათა ჩხაიძემ 82-ში. დამამშვიდებელში წააგო ანრი ხოზრევანიძემ. რევაზ ლაშხის გუნდის საერთო მონაგარი 4 მედალია - თითო ოქრო-ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

შეგახსენებთ, რომ პირველ საფინალო დღეს ჩემპიონი აჩიკო ბოლქვაძე გახდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში 89 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი კი ირანი გახდა - 162 ქულით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი