ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მუნდიალის ფინალში ესპანელებმა ინგლისის ნაკრები 1-0 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად გახდნენ პლანეტის ჩემპიონები.
ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ოლგა კარმონა გარსიამ გაიტანა. ამრიგად პირველი ადგილი ესპანეთმა მოიპოვა, მეორე ინგლისმა, მესამე შვედეთმა და მეოთხე ავსტრალიამ.
ესპანეთი მე-5 ქვეყანაა, რომელიც ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აშშ-ს (4-ჯერ), გერმანიის (2), ნორვეგიისა (1) და იაპონიის (1) შემდეგ.