საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

21 აგვისტო 2023, 00:01 767 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა და ტურნირი გუნდურ მეორე ადგილზე დაასრულა. 

საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლის მფლობელი 87კგ.-ში აჩიკო ბოლქვაძე გახდა.

ვერცხლის მედალი 97 კგ.-ში გორ აივაზიანმა მოიპოვა,  ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი ანრი ფუტკარაძე (72 კგ.) და დათა ჩხაიძე (82 კგ.) გახდნენ.

ჭიდაობაში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს იორდანიის დედაქალაქი ამანი მასპინძელობდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში