საავტორო მუსიკის რადიო ფესტივალი ''მუსიკა ბათუმიდან“ გრძელდება. დღეს, აჭარის რადიოს მსმენელმა „ტაბე მონოს“ მოუსმინა. ფესტივალი აჭარის რადიოს მიმდებარედ იმართება.
ღია ცის ქვეშ შეკრებილი მაყურებელი საავტორო მუსიკის შემქმნელებს ადგილზეც აფასებენ. დღეს მათ მოუსმინეს ბათუმელ მუსიკოს ირაკლი ფაღავასაც.
გარდა საავტორო მუსიკისა, ფესტივალზე მუსიკოსები ცნობილ ქავერებსაც აჟღერებენ. მუსიკალური შეხვედრა მსმენელთან კიდევ 3 დღეს გაგრძელდება.
ხვალ ბათუმელები და ქალაქის სტუმრები ჯგუფ „კაის“ მოუსმენენ.