მექსიკის ქვემო კალიფორნიის ნახევარკუნძულს თავს ქარიშხალი „ჰილარი“ დაატყდა. მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ კალიფორნიის შტატში მოსახლეობამ გაფრთხილება უკვე მიიღო.
ეროვნული ცენტრის განცხადებით ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაადგილებისას შტორმის სიმძლავრე ამ ეტაპზე მე-3 კატეგორიამდე შესუსტდა, თუმცა მთავარ პრობლემად რჩება კოკისპირული წვიმა, რაც მასშტაბური წყალდიდობის საფრთხეს აჩენს.