რუმინეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ჩემპიონები გახდნენ ფრიდონ აბულაძე და რამაზ ზოიძე. ლერი აბულაძე, ჯონი ხეცურიანი და ოთარ აბულაძე კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
ლერი აბულაძეს ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, წინა დღეს მიღებული მცირე ტრავმის გამო.
დღესვე შედგა საკვალიფიკაციო ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები ოთხ წონით კატეგორიაში.
გიორგი მელიამ დღე წაუგებლად ჩაამთავრა და ფინალში გავიდა. საბა მამალაძე ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია კი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებენ ბრძოლას.